ჟურნალისტური ეთიკის ქარტია - მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტ ფილიპ ძიადკოს საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტ ფილიპ ძიადკოს საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა.

"2023 წლის 20 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში რუსი ჟურნალისტი, "რადიო Armazas”-ის დამფუძნებლი ფილიპ ძიადკო არ შემოუშვეს. 

მედიაჩეკერი წერს, რომ ჟურნალისტის ძმის ტიხონ ძიადკოს თქმით, რომელიც რუსული დამოუკიდებელი არხის „დოჟდის“ მთავარი რედაქტორია, ის რამდენიმე საათია, თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გაჩერებული.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტება ჟურნალისტის საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა.

ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.

2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი.

2021 წლის 18 ნოემბერს, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. 

2021 წლის 27 ოქტომბერს, უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს", - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები