ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი და გამოიძიონ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტი.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება 2024 წლის 23 იანვარს ქარტიის საბჭოს წევრის, „მთის ამბების” რედაქტორის, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის დაკავებას პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს. ჟურნალისტი აღსრულების პოლიციის მიერ კეკელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესს აშუქებდა, რა დროსაც ის პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით დააკავეს.

როგორც ქარტიისთვის ცნობილია, ადვოკატს, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრს წარმოადგენს, გელა მთივლიშვილმა უთხრა, რომ დაკავებისას პოლიციელებმა მისი მოგუდვა სცადეს.

ქარტია კატეგორიულად გმობს გელა მთივლიშვილისათვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტს და მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული ჟურნალისტი, ასევე სასწრაფოდ გამოიძიონ მისი დაკავებისას პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტი.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიციას შეახსენებს მის ვალდებულებას, ჟურნალისტებს შეუქმნას უსაფრთხო გარემო მუშაობისას", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები