ქარტია - მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ "მთავარის" ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტი

მახინჯაურში "მთავარი არხის" ჟურნალისტზე თეა ვაშალომიძეზე თავდასხმას "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" ეხმაურება. 

"2023 წლის 5 ივლისს, ტელეკომპანია მთავარის ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს თავს დაესხა უცნობი პირი, მიკროფონი გადაუგდო და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ შეუშალა ხელი.  

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის წარმომადგენლებს არ ეძლევათ უსაფრთხოდ მუშაობის საშუალება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა. 

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, არ წაახალისოს მოძალადეები და გაატაროს ყველა პრევენციული ღონისძიება, რათა უზრუნველყოს მედია მშვიდი და უსაფრთხო სამუშაო გარემოთი და დაიცვას ჟურნალისტები ყოველგვარი თავდასხმისა და უკანონო ხელშეშლისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.

"მთავარის" ინფორმაციით, ჟურნალისტ თეა ვაშალომიძეს მახინჯაურში, სავარაუდოდ, ხელვაჩაურის ყოფილი მერის ახლობელი დაესხა თავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები