ქარტია - ჭორვილაში ჟურნალისტების შესვლის შეზღუდვა კანონს ეწინააღმდეგება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჭორვილაში ჟურნალისტების შესვლის შეზღუდვა კანონს ეწინააღმდეგება, ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

როგორც ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, თითოეული ასეთი შემთხვევა და მედიის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა და შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი.

"2023 წლის 19 ოქტომბერს, მედიის წარმომადგენლებს სოფელ  ჭორვილაში შესვლის უფლება არ მისცეს.

მედია ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მსვლელობის გასაშუქებლად მივიდა, რომლებიც სოფელში შესვლას და აქციის ჩატარებას გეგმავდნენ. პროცესი ადგილზე მყოფ სხვა ადამიანებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა განუმარტა, რომ სოფელში მედიის არ შეშვების მიზეზი მათივე უსაფრთხოება და “ქვის ცვენა” იყო.

ქარტია მიიჩნევს, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა და მედიის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება ახალისებს მედიის მიმართ ძალადობას. დაუშვებელია, მედიას არ მიეცეს საშუალება შევიდეს სოფელში, საჯარო ტერიტორიაზე. ეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა, რაც საქართველოს კანონმდებლობით ისჯება.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, შეწყვიტონ ამგვარი პრაქტიკა - მედიის საქმიანობის შეზღუდვა და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას. მისცენ ჟურნალისტებს საშუალება თავისუფლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა და უზრუნველყონ უსაფრთხოდ მუშაობის პირობები.

ქარტია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი", - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები