საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი მატარებლების შეჯახების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა

საბერძნეთის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრმა კოსტას კარამანლისმა თანამდებობა დატოვა მატარებლების შეჯახების შემდეგ, რომელსაც სულ მცირე 36 ადამიანი ემსხვერპლა.

"ფაქტია, რომ ჩვენ მივიღეთ საბერძნეთის რკინიგზა ისეთ მდგომარეობაში, რომელიც არ შეესაბამება 21-ე საუკუნეს. ამ 3,5 წლის განმავლობაში ჩვენ ყველა ღონე ვიხმარეთ ამ რეალობის გასაუმჯობესებლად, სამწუხაროდ, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი ასეთი ავარიის თავიდან ასაცილებლად. ეს ძალიან რთულია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პოლიტიკაში მხოლოდ რამდენიმე წელია იყო, მაგრამ დემოკრატიის აუცილებელ ელემენტად მიიჩნია მოქალაქეების ნდობა პოლიტიკური სისტემის მიმართ.

"ამიტომ ვაცხადებ ჩემი გადადგომის შესახებ ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის მინისტრის პოსტიდან. ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩემს მოვალეობად მიმაჩნია, როგორც უსამართლოდ დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი პატივისცემის და პასუხისმგებლობის აღების მინიმალურ ნიშნად“, - განაცხადა კარამანლისმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები