პოროშენკო - ომის დასრულების მხოლოდ ერთი სცენარი არსებობს

უკრაინის მეხუთე პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის მიერ წამოწყებული ომის დასრულების მხოლოდ ერთი სცენარი არსებობს - უკრაინისა და დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება.

"გამარჯვების ორი ძირითადი კომპონენტია. პირველი არის სტაბილური უსაფრთხოება კონტინენტზე. არა უკრაინაში, არამედ კონტინენტზე, ან შესაძლოა, მსოფლიოშიც კი. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებით და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანით. მეორე ფაქტორი - დეპუტინიზაცია. ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინის ნებისმიერი მცდელობა გამოიყენოს დემოკრატიული მექანიზმი კონტინენტზე სტაბილურობისა და მშვიდობის ძირის გამოსათხრელად", - განაცხადა პოროშენკომ Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინის გამარჯვების დასაჩქარებლად ხუთი ძირითადი ფაქტორია საჭირო.

"ეს არის ჩემი გეგმა უკრაინისა და ევროპის გამარჯვებისთვის. პირველი: იარაღი. ჩვენ გვაკლია იარაღი, უპირველეს ყოვლისა საბრძოლო მასალა, გამანადგურებლები, არტილერია და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, რადგან ეს არის სრულიად ახალი ტიპის ომი.

მეორე: სანქციები. ამჟამინდელმა სანქციებმა შეწყვიტა რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობები, რამაც შეიძლება აიძულოს პუტინი მოლაპარაკება აწარმოოს ჯარების გაყვანის შემდეგ.

მესამე: სამართალი. პუტინი უნდა წარდგეს ჰააგის სასამართლოს წინაშე.

მეოთხე: ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელიც დაგვეხმარება გადარჩენაში, მე არ ვსაუბრობ რეკონსტრუქციაზე, ამის დრო იქნება, არამედ ფინანსურ მხარდაჭერაზე. 

მეხუთე: უკრაინის სრულუფლებიანი წევრობა ევროკავშირსა და ნატოში. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ხუთი ნაბიჯის კოორდინაციას, ძალიან მოკლე დროში მივაღწევთ გამარჯვებას“, - განაცხადა პოროშენკომ.

კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინელი ერი შეწყვიტოს ცეცხლი "ომისგან დასავლეთის დაღლილობის" გამო, პოროშენკომ უპასუხა: "ნამდვილად არა, რადგან ცეცხლის შეწყვეტა პუტინისთვის შესაძლებლობაა".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები