ზელენსკი - ტრამპი უკვე იყო პრეზიდენტი და ომი არ დასრულებულა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში ომის დასრულება თანამდებობაზე ყოფნისას ვერ შეძლო, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიური მედიის წარმომადგენლებთან ომის დასრულების შესახებ ტრამპის განცხადებას.

"ტრამპი პრეზიდენტი იყო, ჩვენ გვქონდა შეხვედრა. მაშინ არ იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ იყო ომი... დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მაშინ ღრმად იყო გარკვეული ამ საკითხში, მაგრამ მან ეს საკითხი არ გადაჭრა", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ეს საკითხი არავინ გადაჭრა და იმის, რომ არავინ მოაგვარა, უკრაინამ ამ სიტუაციიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.

”პუტინმა მიიღო სიგნალი: ”ანუ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ცოტა უნდა ველოდოთ, ქვეყნებთან უნდა ვიმუშაოთ და შეგვიძლია უფრო შორს წავიდეთ". ამიტომაც წავიდა ის უფრო შორს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ ტრამპი თავის ამომრჩევლებს მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევის შემთხვევაში დაჰპირდა, რომ "რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ 24 საათში დაასრულებს“.

გარდა ამისა, ტრამპმა უარი თქვა პუტინისთვის ომის დამნაშავე ეწოდებინა, რადგან "ამან შეიძლება ხელი შეუშალოს შესაძლო მოლაპარაკებებში".

დონალდ ტრამპის განცხადებას მისი ყოფილი მრჩეველი ჯონ ბოლტონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრამპი არ უნდა იყოს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, რადგან ის გახდა "სასაცილო" უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ განცხადებებისა და  სასამართლო პროცესის წაგების გამო.

"ტრამპი სასაცილოდ იქცა, ტრაბახობს, რომ მას შეუძლია დაასრულოს ომი 24 საათის განმავლობაში სექსუალური ძალადობისა და ცილისწამების სასამართლო პროცესის წაგებისთანავე“, - წერს ბოლტონი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები