სტოლტენბერგი და თეთრი სახლი ტრამპს ნატოს ქვეყნების მიმართ მუქარის გამო აკრიტიკებენ

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის დაემუქრა ნატოს ქვეყნებს, რომ წაახალისებდა რუსეთს მათზე თავდასხმაში, თუ ისინი ალიანსში წვლილს არ შეიტანენ. ამ განცხადებამ თეთრი სახლისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აღშფოთება გამოიწვია.
თეთრი სახლის სპიკერმა ენდრიუ ბეიტსმა ტრამპის განცხადების კომენტირებისას, მას "საშინელი" უწოდა, რომელიც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.

"მკვლელი რეჟიმების მიერ ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე თავდასხმის წახალისება შემზარავი და შეუფერებელია, ეს საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას, გლობალურ სტაბილურობას და ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა ბეიტსმა.

ტრამპის განცხადებას ნატოს გენერალური მდივანიც გამოეხმაურა. როგორც სტოლტენბერგმა განაცხადა, საუბარი იმაზე, რომ თავდაცვის ალიანსის წევრები ერთმანეთს არ იცავენ, ძირს უთხრის მთლიან უსაფრთხოებას. გარდა ამისა, მისი თქმით, ასეთი განცხადებები საფრთხეს უქმნის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცების სიცოცხლეს.

"საუბარი იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის აშშ-ის და მზარდი რისკის ქვეშ აყენებს ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს. მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, ველოდები, რომ აშშ დარჩება ნატოს ძლიერ და ერთგულ მოკავშირედ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ტრამპმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას სამხრეთ კაროლინაში განაცხადა, რომ ერთხელ მას ჰკითხა "დიდი ქვეყნის ერთ-ერთმა პრეზიდენტმა“ დაიცავს თუ არა აშშ მათ რუსული შემოჭრისგან, თუკი ნატოში წვლილს არ შეიტანენ.

"მე ვუპასუხე: "არა, მე არ დაგიცავ". რეალურად, მე მათ გავამხნევებდი, გაეკეთებინათ ის, რაც საჭიროა. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“, – განაცხადა ტრამპმა.

ნატოს წევრი ქვეყნები ისწრაფვიან მშპ-ს მინიმუმ 2%-ის დახარჯვას სამხედრო ხარჯებზე და ქვეყნების უმეტესობა ამ მიზანს ვერ აღწევს. თუმცა, 2% განიხილება მხოლოდ სახელმძღვანელოდ და არ არსებობს სავალდებულო "გადასახადები“, რომლებიც ალიანსის წევრებმა უნდა გადაიხადონ.

უახლესი ამბები