ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა

კოლორადოს შემდეგ, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა მეინის შტატმაც აუკრძალა.

მედიის ცნობით, მეინის სახელმწიფო მდივანმა, დემოკრატმა შენა ბელოუსმა დაასკვნა, რომ ტრამპმა მოახდინა აჯანყების პროვოცირება, როდესაც მან გაავრცელა ცრუ ინფორმაცია 2020 წლის არჩევნების გაყალბების შესახებ. დონალდ ტრამპის მოწოდების შემდეგ მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და იმ პროცესის ჩაშლა სცადეს, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამოწმებულიყო.

"აშშ-ის კონსტიტუცია ჩვენი მთავრობის საფუძვლებზე თავდასხმას არ მოითმენს“, – აღნიშნულია 34-გვერდიან განჩინებაში.

ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სწრაფად გააპროტესტებენ "საშინელ“ გადაწყვეტილებას.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა 20 დეკემბერს აუკრძალა.

უახლესი ამბები