ანა დოლიძე - კობახიძის ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ რეალური პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს არ გააჩნია

პარტია "ხალხისთვის’’ ლიდერი ანა დოლიძე ინიციატივით გამოდის და სახელმწიფოს მოუწოდებს გაატაროს რეალური პოლიტიკა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ.

’’კობახიძის ცინიზმს უნდა დავუპირისპიროთ რეალური პოლიტიკა, რომელიც დღეს სახელმწიფოს არ გააჩნია. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს პოლიტიკა ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. ევროპის ყველა ქვეყანაში არის სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი პროგრამები ახალგაზრდა ოჯახების მიმართ. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასობით ახალგაზრდა ოჯახს უწევს კრედიტის გადახდა დიდი ხნის განმავლობაში, ამას ემატება გაზრდილი ფასები ყველა მიმართულებით.

ჩემი შეთავაზებაა სახელმწიფომ დაასუბსიდიროს ახალგაზრდა ოჯახების პირველი შენაძენი ბინა/სახლი. ეს არის აპრობირებული მეთოდი ბევრ ქვეყანაში. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ოჯახების გაძლიერებას და არ გვექნება ის შედეგი, რაც დღეს განქორწინებების მიმართულებით გვაქვს, დიდი ნაწილი სწორედ ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდება", - აცხადებს ანა დოლიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები