ანა დოლიძე - პედოფილიაზე საპროცესო შეთანხმება უნდა გაუქმდეს

პარტია "ხალხისთვის’’ ლიდერმა ანა დოლიძემ საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომელიც პედოფილიის შემთხვევებზე კანონმდებლობის გამკაცრებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითვალისწინებს.

’’ჩვენი ხელწერა არის საქმეზე ფოკუსირება და ხალხის საკეთილდღეოდ საკანონმდებლო წინადადების წარდგენა. ჩვენ პარტიას აქვს ამოცანა საქმე, საქმიანი წინადადება და წნეხი "ქართულ ოცნებაზე". ჩვენ გვაქვს სერიოზული მოთხოვნა და ეს მოთხოვნა ეხება პედოფილიას. გამოცემა "ნეტგაზეთს’’ ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა ძალიან კარგი სტატია, სადაც კარგად ჩანს თუ რა ცუდად არის საქმე ამ მიმართულებით.  29 მოზარდი გააუპატიურეს გასულ წელს საქართველოში, სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებზე კი, წლის განმავლობაში სულ 240 არასრულწლოვანია ცნობილი დაზარალებულად.  

მეორე მხარეს არის მშობელი, ბავშვი, რომელიც ჩვენებას აძლევს და ამასობაში პროკურატურას უჩნდება აზრი გაუფორმოს საპროცესო შეთანხმება დამნაშავეს და ქუჩაში დატოვოს პედოფილი. 5 განაჩენის მიხედვით, რაც ქუთაისისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებიდან გასაჯაროვდა, მხოლოდ 1 შემთხვევაში არ გაფორმებულა საპროცესო შეთანხმება. 4 შემთხვევაში კი, მოსამართლეებმა საპროცესო შეთანხმებები დაამტკიცეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში. სასჯელი ზომაც ამ მიმართულებით არის ძალიან დაბალი, რამდენიმე წელიწადში დამნაშავეები გარეთ არიან. საქმე გვაქვს სავარაუდოდ, კორუფციასთან ან სხვა რამესთან.  შესაბამისად,  ჩვენი  ინიციატივა ითვალისწინებს კანონმდებლობის გამკაცრებას, მათ შორის უვადო პატიმრობის შემოღებას და საპროცესო შეთანხმების გაუქმებას", - აცხადებს ანა დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები