ანა დოლიძე - ჩემი თვალით მაქვს ნანახი ასეულობით საქმე, რომელიც დააშავეს ამ მოსამართლეებმა

ჩემი თვალით მაქვს ნანახი ასეულობით საქმე, რომელიც დააშავეს ამ მოსამართლეებმა, დღეს კი ირაკლი ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ თურმე ეს ხალხი იყო სისტემის მსხვერპლი, - ამის შესახებ პარტია "ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოსამართლეების პასუხისგებაში მიცემის თუ არა სახლში გაშვების იმედი მას  2012 წელსაც ჰქონდა.

"მე, როგორც ადამიანს, რომელიც ბევრი ადამიანის გვერდზე ვიბრძოდი, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ასეულობით საქმე, რომელიც დააშავეს ამ მოსამართლეებმა, მოლაშვილის მოსამართლემ, სერგო თეთრაძის მოსამართლემ, როინ შავაძის საქმეზე, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის საქმეზე - ამას ყველაფერს ვუყურებდი. 2012 წლის პირველ ოქტომბერს იმედი გვქონდა, რომ ამ მოსამართლეებს სულ მცირე, პასუხს თუ არ აგებინებდნენ, სახლში მაინც გაუშვებდნენ. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი გვეუბნება, რომ თურმე ეს ხალხი იყო სისტემის მსხვერპლი, სისტემა ვინღაა, სისტემა მარტო მიხეილ სააკაშვილი იყო? "სისტემა უნდა დაინგრეს" იმიტომ ვყვიროდით და კიდევ ვიყვირებთ, იმედი მაქვს და ტყუილად კი არ ვიყვირებთ ამჯერად, მართლა დავანგრევთ ამ სისტემას 26 ოქტომბერს, სისტემაში სააკაშვილთან ერთად შედიოდა ბევრი ადამიანი, მათ შორის ადეიშვილიც და ყველა, ვინც კიდევ გაქცეულია, რომელიც "ქართულ ოცნებას" ვერ კი არა, არ ჩამოუყვანია, იმიტომ, რომ არჩილ კბილაშვილის პროკურატურამ ფული გააკეთა ბიძინა ივანიშვილის დროს, როცა ზოგიერთი ადამიანი პასუხისგებაში არ მისცა", - განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები