ჯიმ ო’ბრაიენი - ჩვენი მთავარი მიზანია, რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითიც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ რუსეთმა არ მიიღოს ის იარაღი, რითაც ახორციელებს ამ აგრესიულ ომს და კლავს ხალხს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა.

"ჩვენ როგორც აშშ, ასევე ბრიტანეთი და ევროკავშირი, ყურადღებას ვამახვილებთ იმ ელექტრონული მოწყობილობების სახეობაზე, რაც გამოიყენება ამ მიზნებისთვის. 

ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ დიდი სამუშაო შესრულდა საქართველოს მთავრობის მიერ და არის კომპლექსური სისტემა შექმნილი. თუ შექმნილი სისტემა გააგრძელებს მუშაობას, ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ იდენტიფიცირება იმისა, თუ ხდება აკრძალული საქონლით ვაჭრობა.

ელექტროსაქონლით ვაჭრობა დიდწილად იყო ლეგალური ამ წლის დასაწყისამდე. თებერვლის ბოლოსთვის ჩვენმა ქვეყანამ და ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კონკრეტული დასახელების ნივთებით ვაჭრობა გახადა არალეგალური. მას შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ ვაჭრობის დინამიკის ცვლილება მოხდა რუსეთის მეზობელ ქვეყნებთან. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ეს სისტემა არსებობს და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ეს იყოს ეფექტური. 

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის დინამიკა შეიცვალა. რუსული ექსპორტი საქართველოში აღდგა ემბარგოს შემდეგ და ზოგიერთი დიდი კომპანია აგზავნის საქონელს საქართველოში, ისევე როგორც რუსეთის სხვა მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ, ჩვენი დისკუსიების აქცენტი იყო იმაზე, რომ ასეთი საქონელი რუსეთში არ შევიდეს საქართველოს გავლით. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასა და ხალხს კარგად ესმის, რომ რუსეთი უნდა შევაჩეროთ, რათა მან ვეღარ შეძლოს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების ოკუპირება", - განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები