"საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერები და მათი მოადგილეები ფლორიდაში ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე იმყოფებიან"

"საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის“ კოორდინაციითა და ორგანიზებით, მიმდინარე წლის 8 ივნისს, 5 დღით  საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის მერი და მერის მოადგილეები აშშ-ში, ფლორიდის შტატში ეკონომისტთა და ფინანსისტთა ყოველწლიურ კონფერენციაზე გაემგზავრნენ, - ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ცნობით, კონფერენციაზე განსახილველი თემებია: საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროგრამული ბიუჯეტირება. ბიუჯეტირების ეფექტიანობის შესახებ სიახლეებისა და მიგნებების განხილვა.

კონფერენციაში მონაწილეობენ ფოთის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, ყაზბეგის, გარდაბნის, თეთრიწყაროს და ბოლნისის მერები. 

ვიზიტი დაფინანსდა "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსთა ასოციაციის“ მიერ. ასევე, ნაწილობრივი ხარჯი გაიღო შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები