მაიკლ მაკფოლი - ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად სურს ყოფნა თუ ავტოკრატიულის

ჩინეთი ავტოკრატიული ბლოკის ლიდერია, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, დემოკრატიული სამყაროს ნაწილად სურს ყოფნა თუ ავტოკრატიულის, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რუსეთში მაიკლ მაკფოლმა განაცხადა.

"ჩინეთს აქვს ძალიან ექსპანსიური საგარეო ეკონომიკური პოლიტიკა მთელ მსოფლიოში, რომელმაც გარკვეულ წარმატებას მიაღწია. სამიზნე ქვეყნებისთვის ზოგიერთი ინვესტიცია შეიძლება მომგებიანი იყო, მაგრამ ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული იძულება, - ამან შეიძლება გამოიწვიოს სამიზნე ქვეყნის ავტოკრატიული სამყაროს ორბიტაზე მოქცევა. დღეს დიდ ძალებს შორის კონკურენციის მომენტში ვიმყოფებით, სადაც ჩემი აზრით, ტრაგიკულად, მაგრამ ეს ასეა, ახლა ხდება დემოკრატიული ბლოკისა და ავტოკრატიული ბლოკის რეფორმირება. ჩინეთი კი აშკარად არის ავტოკრატიული ბლოკის ლიდერი. ასე რომ, ისევ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურთ იყვნენ დემოკრატიული, თუ ავტოკრატიული სამყაროს ნაწილი", - აცხადებს მაკფოლი.

მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ, საბოლოოდ მიღებული რუსული კანონი, ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"ეს კანონი არის ნაბიჯი ავტოკრატიისკენ. იმედი მაქვს, ეს შეიძლება იყოს ქართველი პარლამენტარებისთვის გამოსაფხიზლებელი ნიშანი იმისთვის, რომ ცოტა უფრო სერიოზულად შეხედონ იმას, რასაც აკეთებენ და გააცნობიერონ, რომ არ შეიძლება, ერთი ფეხი ავტოკრატიულ სამყაროში, მეორე კი დემოკრატიულ სამყაროში გქონდეს", - აცხადებს მაკფოლი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები