ლვოვზე რუსების სარაკეტო თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 32 დაშავდა

ლვოვზე ღამის რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 32 ადამიანამდე გაიზარდა.

უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, 08:20 საათის მდგომარეობით დაღუპულია 4 და დაშავებულია 32 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.

სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

ღამით რუსმა ოკუპანტებმა ლვოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. მათ გაისროლეს 10 "კალიბრის" რაკეტა, მათგან 7 უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს.

ქალაქის დაბომბვის შედეგად დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ორ სადარბაზოში მე-3 და მე-4 სართულები განადგურდა.

ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ დაბომბვას უწოდა "ყველაზე დიდი თავდასხმა ლვოვის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ".

უახლესი ამბები