ლვოვში რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

"გუშინ ღამით ლვოვზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ გაიზარდა. ნანგრევების ქვეშ მეათე მსხვერპლის ცხედარი იპოვეს", - აცხადებს ლვოვის მერის ანდრეი სადოვოი.

სადოვოის თქმით, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, რომელიც გუშინ ღამიდან მიმდინარეობდა, უკვე დასრულებულია.

ლვოვში 6 ივლისს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის დროს აფეთქებები მოხდა. დაიღუპა 10 ადამიანი, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 40 ადამიანმა, მათ შორის ბავშვებმა. 

დაზიანდა და განადგურდა 35-ზე მეტი სახლი, 250-ზე მეტი ბინა, 10 საერთო საცხოვრებელი, ბავშვთა სახლი, ორი უმაღლესი სასწავლებელი, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

უახლესი ამბები