ზურაბ ჩხაიძე - პოლონელი ექიმები სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს

ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს, - ამის შესახებ "ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან უცხოელი ექიმების ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

"ეს იყო ექიმი ნეიროქირურგი და მეორე, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ასევე ტოქსიკოლოგი. შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ, კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, კოლეგიალური შეხვედრა იყო ნამდვილად. ნამდვილად საგნობრივი შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა, ჩატარებული წინა კვლევები. იყო ნამდვილად კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა, განსხვავებით წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონდათ. არა მარტო უცხოელი ექსპერტები იყვნენ წინათ, თუნდაც იგივე ქართველი ექსპერტები, რომლებსაც, ფაქტობრივად, არ ჰქონიათ კომუნიკაცია ჩვენი კლინიკის ექიმებთან. მათგან განსხვავებით, იყვნენ ძალიან კომუნიკაბელურები, ძალიან კოლეგიალურები და ერთობლივად განვიხილეთ. რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს და სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ, თვითონ გააკეთებენ განცხადებას.

დამატებით კვლევებს, რაც ჩვენ ჩატარებული გვაქვს, სრულად დაეთანხმნენ. ის, რაც თვითონ რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ ეს რეკომენდაცია გვქონდა პაციენტისთვის, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე. თუნდაც ხერხემლის პუნქციის ჩატარება, რომელზეც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი. მათაც ეს შესთავაზეს. სხვა დანარჩენი, მაგალითად კვებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ყველაფერი იყო ჩვენი საერთო აზრი და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი ესაუბრნენ პაციენტს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ნამდვილად მოიმატა წონაში.

"რაც შეეხება წონაში მატებას, რა თქმა უნდა, არის წონაში მატება. მომატებულია წონაში, ჩვენ ეს ძალიან გვახარებს და მგონი, პაციენტსაც უნდა ახარებდეს და მის გარემოცვასაც. წონაში მატება არანაირად არ არის განმსაზღვრელი სადმე გადაყვანის. რა თქმა უნდა, საყურადღებოა მისი მდგომარეობა, თუნდაც ამ ლაბორატორიული კვლევის შედეგებიდან, თუმცა ყველა პარამეტრი არის სტაბილური“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები