ზურაბ ჩხაიძე - "ვივამედში" როგორ უნდა იყოს მჩაგვრელი გარემო, ჩემთვის გაუგებარია

ჩვენი კლინიკის მთავარ ამოცანას წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობაზე, უფლებების დაცვაზე ზრუნვა, ადეკვატური კვლევების ჩატარება და შესაბამისი მკურნალობა, წამების პრევენციის ევროპული კომისიის დასკვნაშიც ასახულია, რომ ნებისმიერ პაციენტს, მათ შორის პატიმარს, სრული წვდომა აქვს სამედიცინო სერვისებზე, – ამის შესახებ „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა.

"კლინიკა "ვივამედში" როგორ უნდა იყოს მჩაგვრელი გარემო, ჩემთვის გაუგებარია. რაც შეეხება, რომ ხდება ზედამხედველობა პაციენტზე, როგორც სასჯელაღსრულების წარმომადგენელზე, ეს არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია. ჩვენთვის მთავარი არის წამების პრევენციის ევროპული კომისიის წევრების მიერ წარმოდგენილ დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ სამედიცინო კუთხით, სამედიცინო მიმართულებით, კვლევების კუთხით, ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის კუთხით, მათ პრაქტიკულად შენიშნა არ გააჩნიათ.

ნებისმიერ პაციენტს, მათ შორის პატიმარს სრული წვდომა აქვს სამედიცინო სერვისებზე, აქ იგულისხმება, როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული კვლევები და მათ მკურნალობა უტარდება საერთაშორისო გაიდლაინების შესაბამისად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვახარებს ეს დასკვნა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, აქ საუბარი იყო ფსიქიატრის, ფსიქოლოგის კლინიკაში დასაქმებაზე. ჩვენ ვართ პოლიპროფილური კლინიკა, ჩვენ არ ვართ ფსიქიატრიული კლინიკა, შესაბამისად გარკვეული სპეციალისტები გვყავს ხელშეკრულების საფუძველზე მოწვეული, მათ შორის ფსიქიატრი. როდესაც პაციენტს ესაჭიროება ფსიქიატრიული დახმარება, ამ ხელშეკრულების საფუძველზე ვიწვევთ სპეციალისტს, მას უტარდება კონსულტაცია და ენიშნება ადეკვატური მკურნალობა. კონკრეტულ შემთხვევაშიც, პაციენტთან იყო სრულიად შესაბამისობაში. ვიწრო სპეციალისტი, იქნება ეს ფსიქიატრი, დერმატოლოგი თუ ა.შ. ჩვენ მათ ვიწვევთ ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენთან კვადრატული მეტრი, რომელიც გათვლილია თითოეულ პაციენტზე, სრულიად ჯდება სტანდარტში. რაც შეეხება კონკრეტულ პაციენტს, ბატონ სააკაშვილს, ის მოთავსებულია ოროთახიან პალატაში, შესაბამისად მოცულობაზე საუბარი არ შეიძლება. ის, რომ აღნიშნულია გარემოს მიმართ მათი პრეტენზიები, ეს არაა ჩვენი კომპეტენცია, ამას არეგულირებს შესაბამისი დაწესებულება და ეს მათი პრეროგატივაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები