მოსკოვში დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ყოფილი "გუბერნატორი" დააკავეს, რომელიც გირკინის დაპატიმრებას აპროტესტებდა

მოსკოვის სასამართლოსთან პაველ გუბარევი დააკავეს, რომელიც იგორ გირკინის (სტრელკოვის) დაპატიმრებას აპროტესტებდა.

ამას წინ უძღოდა გუბარევის ერთი პიკეტი პლაკატით "თავისუფლება სტრელკოვს. დიდება რუსეთს". მან სასამართლოსთან შეკრებილებს სიტყვითაც მიმართა და გირკინი შეაქო.

აღსანიშნავია, რომ ადრე გუბარევი იყო დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის "გუბერნატორი" იყო.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ყოფილი ოფიცერი, დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი იგორ გირკინი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებმა დღეს დააკავეს. დაკავებულის ცოლის თქმით, გირკინი ექსტრემიზმის მუხლით არის დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები