მედიის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით თავდასხმა უკრაინის დაზვერვის სპეცოპერაციაა

მოსკოვზე დრონებით ღამის თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, - ამის შესახებ RBC - უკრაინა სპეცსამსახურების წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მოსკოვს დღეს ღამით ორი დრონი დაესხა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა ბიზნესცენტრს, ხოლო მეორე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობისა და გრუს კიბერდაზვერვის შტაბთან ჩამოვარდა.

კრემლმა თავდასხმაში უკრაინა უკვე დაადანაშაულა.

მოსკოვსა და მოსკოვის გარეუბანში ომის დაწყების შემდეგ დრონებით თავდასხმა უკვე არაერთხელ განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები