თეთრი სახლი - მოსკოვის მახლობლად ცენტრში სროლაში უკრაინის მონაწილეობაზე არაფერი მიუთითებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ არსებობს ინფორმაცია მოსკოვის მახლობლად მდებარე რუსული Crocus City Hall ცენტრში დღევანდელ სროლაში უკრაინის მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ.

ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა.

"ამჟამად არ არსებობს რაიმე მინიშნება იმისა, რომ უკრაინელები მონაწილეობდნენ სროლაში მოსკოვში“, - აცხადებს კირბი.

22 მარტს ცნობილი გახდა მოსკოვის მახლობლად მდებარე ცენტრში Crocus City Hall-ში მომხდარი სროლის შესახებ. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა გახსნა, რასაც აფეთქებები და ხანძარი მოჰყვა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 40 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. მოსკოვმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. 

რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, ისევე როგორც არაერთმა პროპაგანდისტმა, უკვე დაიწყო მინიშნება, რომ თითქოს უკრაინა შეიძლება იყოს ჩართული ტერაქტში. თუკი დადგინდება, რომ ესენი არიან კიევის რეჟიმის ტერორისტები,  ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები", - წერს ის.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები