რუსეთში აცხადებენ, რომ ტერაქტში ტაჯიკები მონაწილეობდნენ

რუსეთმა განაცხადა, რომ მოსკოვის რეგიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში Crocus City Hall-ის ტერაქტში სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები მონაწილეობდნენ. ინტერნეტში გავრცელებულია სავარაუდო ეჭვმიტანილების ფოტოები.

როგორც რუსული მედია აღნიშნავს, ბრიანსკის ოლქში, სავარაუდოდ, ორი ეჭვმიტანილი დააკავეს. ბელარუსის და უკრაინის საზღვართან სავარაუდო თავდამსხმელების ავტომობილი გააჩერეს. როგორც ისინი ინტერნეტში წერენ, მანქანაში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, ოთხმა კი თითქოს გაქცევა მოახერხა.

ამავდროულად, რუსულმა მედიამ სროლაზე პასუხისმგებლობა ტაჯიკეთის მოქალაქეებს "დააკისრა". როგორც ისინი წერენ, რუსეთის უშიშროების ძალებმა გაავრცელეს შესაძლო თავდამსხმელების მონაცემები: შოხინჯონ საფოლზოდა, 21 წლის; რუსტამ ნაზაროვი, 29 წლის; რივოჟიდინ ისმონოვი, 51 წლის; მახმადრასულ ნასრიდინოვი, 37 წლის. ყველა მათგანი რეგისტრირებულია რუსეთის ფედერაციის იაროსლავის, ივანოვოს და სამარას ოლქებში.

აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის განცხადებებს ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე გამოეხმაურა. მათ განაცხადეს, რომ მოსკოვიდან ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

"ხაზს ვუსვამთ, რომ ტაჯიკეთს არ მიუღია რუსეთის ოფიციალური ხელისუფლებისგან დადასტურება იმ ყალბი ინფორმაციის შესახებ, რომელიც ამჟამად ვრცელდება ტაჯიკეთის მოქალაქეების ჩართულობის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაეყრდნოთ რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

22 მარტს მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში რამდენიმე ნიღბიანი შეიარაღებული მამაკაცი სავაჭრო ცენტრში Crocus City Hall-ში შეიჭრა და სროლა დაიწყო. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა 40 და დაშავდა 100 ადამიანი. 23 მარტის დილის მდგომარეობით, რუსული მედია უკვე 83 გარდაცვლილის შესახებ იტყობინება.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, თუმცა მომხდარიდან მალევე რუსმა პროპაგანდისტებმა უკრაინა დაადანაშაულეს.

საპასუხოდ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მომხდართან უკრაინის კავშირის ნიშნები არ ჩანს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ კი ტერაქტს პუტინის მითითებით რუსული სპეცსამსახურების დაგეგმილი და მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები