ლონდონის სასამართლომ მსახიობი კევინ სპეისი ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო

ორი ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს, ლონდონის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

მსახიობს ბრალი ცხრა ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. აქედან შვიდი სექსუალურ შევიწროებას, ორი კი – სხვა სახის სექსუალურ დანაშაულს შეიცავდა ოთხი პირის მიმართ.

64 წლის ორგზის ოსკაროსან მსახიობს 2004-2013 წლების პერიოდში ჩადენილ სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაში სდებდნენ ბრალს, როდესაც ის ლონდონის თეატრის სამხატვრო დირექტორის პოსტს იკავებდა.

გასულ წელს ნიუ იორკის მოსამართლეთა კოლეგიამ, არადამაჯერებელი მტკიცებულებების გამო, ასევე არ დააკმაყოფილა კევინ სპეისის წინააღმდეგ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, რომელიც მსახიობმა ენტონი რეპმა წარადგინა და ოსკაროსან მსახიობს 1986 წელს გამართულ წვეულებაზე მის შევიწროებაში სდებდა ბრალს. ენტონი რეპის თქმით, მაშინ ის 14 წლის იყო.

სკანდალის გამო მსახიობი სერიალ "ბანქოს სახლის“ და სხვა პროექტების გადაღებებიდან მოხსნეს.

უახლესი ამბები