მალაიზიაში თვითმფრინავი ავტომაგისტრალზე ჩამოვარდა, დაიღუპა 10 ადამიანი

მალაიზიაში პატარა კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტი საავტომობილო გზატკეცილზე დაეცა - კატასტროფა ვიდეოკამერებმა გადაიღო.

ადგილობრივი გაზეთის Malay Mail-ის ცნობით, ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა. დაღუპულებს შორის არის ეკიპაჟის ორი წევრი, ბორტზე მყოფი ექვსი მგზავრი და იმ ქალაქის ორი მცხოვრები, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ თვითმფრინავის ნამსხვრევები მოტოციკლს დაეჯახა.

მომხდარის მიზეზები ჯერ უცნობია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები