გიორგი მსხილაძე - შეიძლება, ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას

ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას, იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.

"საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს მის უმაღლეს ვალდებულებას. ეს არის ხალხის ნება. საქართველოს პრეზიდენტი ასრულებს იმ საარჩევნო დაპირებებს, რომლის ქვაკუთხედიც იყო ქვეყნის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია და კონსტიტუციურ ვალდებულებას, რომლითაც ყველა ზომა უნდა მიიღოს, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია. ტექნიკური საკითხები, რომელიც წამოიწყო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება, ერთადერთ რამეს ემსახურებოდეს – პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. ამაზე მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. იმპიჩმენტის პროცედურა დროში გაწერილია, ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა მსხილაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები