გიორგი მსხილაძე - პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია წევრობის ახალი კანდიდატების წარმოდგენა, ვიდრე არ გაუქმდება 19 სექტემბრის ბრძანება

პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ახალი კანდიდატების წარმოდგენა, ვიდრე არ გაუქმდება 19 სექტემბრის ბრძანება და ბანკის გარშემო ვითარება არ გამოსწორდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

"ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველმა გუშინ დატოვეს თანამდებობები. როგორც ჩანს, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება ეროვნული ბანკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ერთპიროვნულად მიიღო და ეროვნული ბანკის წევრებთან შეთანხმებული არ იყო.

ამ პირობებში პრეზიდენტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ახალი კანდიდატურების პარლამენტში წარმოდგენა, ვიდრე არ გაირკვევა აღნიშნული საკითხი, არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის შესაბამისი ბრძანება და ეროვნული ბანკის გარშემო ვითარება არ გამოსწორდება.

"ნახეთ, რომ კანდიდატები არ იყვნენ წარმოდგენილი კომიტეტზე. ეს მეტყველებს მათ პიროვნულ გადაწყვეტილებაზე. ასევე, რა მექანიზმები არსებობს უკან გაწვევის, ამაზე დეტალებში არ შევალ. რაც შეეხება კონსტიტუციის დარღვევას, კონსტიტუციას არღვევს უმრავლესობა. კონსტიტუციაში წერია, რომ ეროვნული ბანკი არის თავის საქმეში დამოუკიდებელი და მის საქმიანობაში ირიბად, ზეპირად თუ რაიმე ფორმით ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელი.

ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები თუ თვითონ იტყვიან უარს, ავტომატურად ნიშნავს, რომ ისინი გაწვეულები არიან“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დღეს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებზე უნდა ემსჯელათ, თუმცა საბჭოს წევრობის აღნიშნული კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ მივიდნენ. მომხსენებლმა გიორგი მსხილაძემ კომიტეტის სხდომაზეც აღნიშნა, რომ ვიდრე არ გაუქმდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებულება, მანამდე მიზანშეუწონლად მიაჩნიათ კომიტეტში კანდიდატების წარმოდგენა. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატები სხდომას არ ესწრებოდნენ, კენჭისყრა შედგა და კომიტეტის წევრებმა მათ მხარი არ დაუჭირეს.

უახლესი ამბები