გიორგი მსხილაძე - მოგიწოდებთ, აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გაატაროთ რეგისტრაციაში ბიუროზე

მოგიწოდებთ, აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გაატაროთ რეგისტრაციაში ბიუროზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ყველა პარტნიორი მოუწოდებს, რომ ინიციირებული კანონპროექტი არ მიიღონ.

"ბიუროზე უკვე აღინიშნა, რომ კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩვენ ვკითხულობთ, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდა აღნიშნული კანონპროექტის ინიციირება მოახდინა, ამას მოჰყვა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება. ევროკავშირის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც ნატოს გენერალურმა მდივანმა მოგვიწოდეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი არ იყოს საერთოდ დარეგისტრირებული და მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამიტომ, მოგიწოდებთ აღნიშნული კანონპროექტი საერთოდ არ გაატაროთ რეგისტრაციაში ბიუროზე", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები