ლატვიაში მძღოლებს მანქანაზე წარწერისთვის "მე რუსი ვარ" დააჯარიმებენ.
პოლიციაში აცხადებენ, რომ "პოტენციურად პროვოკაციული წარწერები რუსულ ენაზე" მიუღებელი პრაქტიკაა.
როგორც ლატვიის პოლიციაში აცხადებენ, არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი შინაარსის სტიკერები შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სამხედრო აგრესიის გზავნილი ან რუსეთის ომის დანაშაულების მხარდაჭერის გამოხატვა.
წარწერის აღმოჩენისთანავე სამართალდამცველები მათ დაუყოვნებლივ მოხსნას მოითხოვენ, ხოლო კანონდარღვევის დადგენის შემთხვევაში, "პროვოკაციული წარწერების" გამომქვეყნებელი მოქალაქეები დაჯარიმდებიან.
Дождались. Эпидемия ЯРУССКИХ началась и в Латвии pic.twitter.com/vlRWgeu9LS