სლოვაკეთის არჩევნებში გამარჯვებული აცხადებს, რომ უკრაინას არ დაეხმარება

სლოვაკეთში ჩატარებულ არჩევნებში პრორუსულმა პარტია Smer-SD-მა გაიმარჯვა. მისმა ლიდერმა რობერტ ფიცომ, რომელიც მხარს უჭერდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას, განაცხადა, რომ მისი პოზიცია "არ შეცვლილა".

როგორც The Guardian წერს, სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომლის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 20%-ზე მეტი მიიღო, განაცხადა, რომ ელოდება, როდის მისცემს სლოვაკეთის პრეზიდენტი მთავრობის ფორმირების დასაწყებად მანდატს.

”ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენ ვისწავლეთ რაღაც, უფრო გამოცდილი ვართ. ჩვენ გვაქვს მკაფიო იდეები; ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმები”, - აღნიშნა მან.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ”სლოვაკეთში ხალხს უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე უკრაინა” და მისი პარტია ”არ ცვლის მოსაზრებას ჰუმანიტარული გზით უკრაინის დახმარების მზადყოფნის შესახებ”.

”ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ სახელმწიფოს აღდგენაში, მაგრამ თქვენ იცით ჩვენი მოსაზრება უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შესახებ”, - განაცხადა მან.