წინასწარი მონაცემებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში კაჩინსკის პარტია იმარჯვებს

წინასწარი მონაცემებით, პოლონეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია "კანონი და სამართლიანობა“ იმარჯვებს, რომელსაც იაროსლავ კაჩინსკი ხელმძღვანელობს.

ინფორმაციას პოლონური RMF24 Ipsos ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეგზიტპოლის მიხედვით, პოლონეთის არჩევნებში ხმები შემდეგნაირად გადანაწილდება:

"კანონი და სამართალი“ - 36,8%.

"სამოქალაქო კოალიცია" - 31,6%.

"მესამე გზა" – 13%.

მემარცხენე პარტიების კოალიცია - 8,6%.

"კონფედერაცია" - 6.2%.

ამგვარად, პარტიას "კანონი და სამართლიანობა" შეუძლია მიიღოს 200 ადგილი პოლონეთის პარლამენტში, "სამოქალაქო კოალიციას" დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობით - 163 ადგილი, "მესამე გზას" - 55 მანდატი, "მემარცხენეებს" - 30 მანდატი, "კონფედერაციას" - 12 მანდატი.

"ეგზიტპოლის შედეგები გვაძლევს მეოთხე გამარჯვებას ჩვენი პარტიის ისტორიაში საპარლამენტო არჩევნებში და მესამე გამარჯვებას ზედიზედ. ეს არის დიდი წარმატება ჩვენი ფორმირებისთვის და ჩვენი პროექტისთვის, პოლონეთისთვის", - განაცხადა პარტიის ლიდერმა კაჩინსკიმ.

2015 წლიდან პოლონეთში ძალაუფლება ეკუთვნის კონსერვატიულ პარტიას "კანონი და სამართლიანობა", რომელიც წარმოადგენს უმრავლესობას პარლამენტის ქვედა პალატაში, სეიმში. ამავე პარტიის წევრია ქვეყნის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.

უახლესი ამბები