ნეთანიაჰუ - მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, დანებდეს "ჰამასს", ტერორიზმს, ბარბაროსობას, ეს არ მოხდება

ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების ან ცეცხლის შეწყვეტას. ეს არ მოხდება, რადგან ომის დრო დადგა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

ნეთანიაჰუმ "ჰამასს" უწოდა ბარბაროსები, რომლებიც ცდილობენ გაანადგურონ ყველაფერი, რაც ისრაელისთვის ძვირფასია და სამყაროში შიში და სიბნელე შემოიტანოს.

"ეს არის გარდამტეხი მომენტი ლიდერებისა და ქვეყნებისთვის. დადგა დრო, როდესაც ჩვენ ყველამ გადავწყვიტოთ, მზად ვართ ვიბრძოლოთ იმედითა და დაპირებებით სავსე მომავლისთვის, თუ დავემორჩილოთ ტირანიას და ტერორს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ისრაელი იბრძოლებს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აუცილებელია განვასხვაოთ "უდანაშაულოების მკვლელობა“ და "დაუგეგმავი მსხვერპლი, რომელიც თან ახლავს ყველა ლეგიტიმურ ომს“.

მისი თქმით, "ჰამასი" გამოიყენებს ცოცხალ ფარებს და დაიმალება საავადმყოფოების სარდაფებში და რომ დაჯგუფება ხელს უშლის მშვიდობიან მოსახლეობას დატოვონ ის ადგილები, რომლის დატოვებისკენაც ისრაელმა მოუწოდა.

ცეცხლის შეწყვეტაზე საუბრისას ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმდება ამას, ისევე როგორც აშშ არ დათანხმდა მას პერლ-ჰარბორზე თავდასხმის ან 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ.

"ისრაელი არ დათანხმდება საომარი მოქმედებების შეწყვეტას. მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არის მოწოდება ისრაელისთვის, დანებდეს "ჰამასს", დანებდეს ტერორიზმს, დანებდეს ბარბაროსობას. ეს არ მოხდება", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, ბიბლია ამბობს, რომ არის მშვიდობის დრო და ომის დრო და ახლა ომის დრო დადგა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები