ნეთანიაჰუ - არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ

ისრაელი ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებებს აძლიერებს, ომი გაგრძელდება მანამ, სანამ ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასი მთლიანად არ განადგურდება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ვაღრმავებთ საომარ მოქმედებებს ღაზას სექტორში. ჩვენ გავაგრძელებთ ომს "ჰამასზე" სრულ გამარჯვებამდე. ეს არის ერთადერთი გზა, რომ დავაბრუნოთ ჩვენი გატაცებულები, გავანადგუროთ "ჰამასი" და დავრწმუნდეთ, რომ ღაზა აღარ იქნება საფრთხე ისრაელისთვის", - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ომს დრო დასჭირდება, მაგრამ სამხედროები, ხალხი და მთავრობა გადაწყვეტილი არიან იბრძოლონ ბოლომდე.

"ომს აქვს ფასი, ძალიან მძიმე ფასი - ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მათი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ არის ერთი რამ, რასაც არ გავაკეთებთ: არ გავჩერდებით, სანამ გამარჯვებას არ მივაღწევთ", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები