ნეთანიაჰუ - ჩვენ სამი მიზანი გვაქვს ამ ომში და ყველა მიზანს მივაღწევთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დაწყების შემდეგ ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედროებთან პირველად ჩავიდა.

"ჩვენ ბევრს ვმუშაობთ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მძევლები და საბოლოოდ ჩვენ მათ ყველას დავიბრუნებთ”, - აღნიშნა მან.

ამასთან, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელს "ჰამასის" წინააღმდეგ ომში სამი მიზანი აქვს.

"ჩვენ გვაქვს სამი მიზანი ამ ომში: "ჰამასის" განადგურება, ყველა ჩვენი მძევლების დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ გახდეს საფრთხე ისრაელის სახელმწიფოსთვის. ჩვენ წავალთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გვაქვს ძალა, ძალა, ნება და მონდომება, რომ მივაღწიოთ ომის ყველა მიზანს და მივაღწევთ მათ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

ნეთანიაჰუმ ასევე მოინახულა ისრაელის ჯარების მიერ აღმოჩენილი "ჰამასის" გვირაბი.

მასთან ერთად იმყოფებოდნენ მისი შტაბის უფროსი, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, მისი სამხედრო მდივანი, გენერალ-მაიორი ავი გილი და IDF-ის შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ამირ ბარამი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები