ნეპალში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 128 ადამიანი დაიღუპა

დასავლეთ ნეპალში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ამ დროის მონაცემებით, 128 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა ძნელად მისადგომ რაიონებშია, დედაქალაქ კატმანდუდან 500 კილომეტრში.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.

BBC-ის ცნობით, მაშველების დასახმარებლად სამხედრო და უსაფრთხოების სამსახურები გამოიყენეს. 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

ძლიერი მიწისძვრიდან ერთ საათში კიდევ სამი შემდგომი ბიძგები იგრძნობოდა, გამოც ბევრმა ადამიანმა მთელი ღამე გარეთ გაატარა. განმარტავენ, რომ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ნეპალის დედაქალაქში, ასევე მეზობელ ინდოეთში.

ქვეყანა ჰიმალაის მაღალი სეისმური აქტივობის ზონაში მდებარეობს. 2015 წელს ნეპალში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაშინ 9 ათასი ადამიანი დაიღუპა, 22 ათასი დაშავდა და ათასობით სახლი დაინგრა.

უახლესი ამბები