ბლინკენი - პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინის წინააღმდეგ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე წააგო ომი უკრაინასთან, რადგან მან ვერ მიაღწია თავის მთავარ მიზანს - წაეშალა უკრაინა დედამიწიდან და შთაენთქა რუსეთს, - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელებმა შეუძლებელი გააკეთეს - დაუპირისპირდნენ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიას.

"ერთ რამეში ვეთანხმები პუტინს - ამერიკის დახმარება უკრაინისთვის კრიტიკულია“, - აღნიშნა ბლინკენმა.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებს აქვს მკაფიო გეგმა უკრაინის სამომავლო აღდგენისთვის.

"იმისათვის, რომ მან შეძლოს დამოუკიდებლად გაძლიერება ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით და იარსებოს მხარდაჭერის ამჟამინდელი დონის გარეშე“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ბლინკენის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქვეყნების შეკრებას "უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსული აგრესია სტრატეგიულ მარცხად დარჩეს".

მსგავსი სიახლეები