მაკრონი - საფრანგეთი გეგმავს ხელი მოაწეროს უსაფრთხოების შეთანხმებას უკრაინასთან, დოკუმენტზე მუშაობა უკვე სრულდება

საფრანგეთი გეგმავს ხელი მოაწეროს უსაფრთხოების შეთანხმებას უკრაინასთან, როგორც ეს დიდმა ბრიტანეთმა გააკეთა, დოკუმენტზე მუშაობა უკვე სრულდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიები, რომლებსაც დასავლელი მოკავშირეები აძლევენ, არის პუტინზე ზეწოლის საშუალება.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინასა და ნატოს ქვეყნებს შორის ძლიერი კოორდინაციაა. აქედან გამომდინარე, შეთავაზებული იყო ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება ალიანსის ზოგიერთ ძირითად წევრთან, რომლებიც უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას და არ იქნებოდნენ დამოკიდებული ნატოში გაწევრიანებაზე.

"პრემიერ-მინისტრი სუნაკი უკვე გაემგზავრა რამდენიმე დღის წინ და მოაწერა ხელი ასეთ შეთანხმებას. ჩვენ ვასრულებთ მუშაობას იმავე შეთანხმებაზე უკრაინასთან", - განაცხადა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ვიზიტი უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად თებერვალში იგეგმება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები