მაკრონი - უახლოეს მომავალში უკრაინაში საფრანგეთის ჯარი არ იქნება

უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნა უახლოეს მომავალში არ მოხდება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

"ერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც დამისვეს ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, მე ვუპასუხე, რომ გამორიცხული არაფერია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილავთ უკრაინაში ფრანგული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას უახლოეს მომავალში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ განხილვას და ფიქრს ყველაფერზე, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ხუთ საკითხზე, სადაც მეტის გაკეთება სურთ: კიბერთავდაცვა; სამხედრო ტექნიკის ერთობლივი წარმოება უკრაინაში; უკრაინაში რუსეთის შეტევით პირდაპირ საფრთხის ქვეშ მყოფი ქვეყნების უსაფრთხოება, კერძოდ, მოლდოვის; ბელორუსის საზღვარზე უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობა; ნაღმების გაწმენდის ოპერაციები.

"გარდა ამისა, მე ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი ჩვენს ჩარჩოებს: ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციის ლოგიკაში შესვლაზე“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები