მედიის ინფორმაციით, მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. ვიზიტი 13-14 თებერვალს უნდა შემდგარიყო.

Challenges-ის ინფორმაციით, ელისეის სასახლეში აცხადებენ, რომ მაკრონის ვიზიტი უსაფრთხოების მიზეზით გადაიდო. როგორც გამოცემა წერს, ამ გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გააჩინა როგორც ფრანგ, ისე უკრაინელ დიპლომატებში.

უკრაინაში ვიზიტი  გააუქმა ფრანგულ-უკრაინულმა ბიზნესასოციაციამ Medef International-მაც.

Challenges წერს, რომ მაკრონი ჯერ ოდესაში უნდა ჩასულიყო, შემდეგ კი კიევში გაემგზავრებოდა. საფრანგეთის პრეზიდენტს ასევე  სამოქალაქო პროექტებისთვის 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნა უნდა გამოეცხადებინა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა თებერვალში უკრაინაში ვიზიტის შესახებ თავად გამოაცხადა. ვიზიტის ფარგლებში იგეგმებოდა ქვეყნებს შორის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმება.

ემანუელ მაკრონი უკრაინას 2022 წლის ზაფხულში ეწვია. შემდეგ მასთან ერთად კიევში მაშინ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი იმყოფებოდნენ.

საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინას რუსეთის მიერ გაჩაღებულ აგრესიულ ომში და ქვეყანას სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები