მაკრონი - ჩვენი მიზნის მისაღწევად, არ შეგვიძლია მივყვეთ ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის ფედერაციის მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე, დასავლეთის ქვეყნების ჯარების უკრაინაში გაგზავნის პოტენციური შესაძლებლობის შესახებ მისი ინიციატივების თაობაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის ცდილობს თავიდან აიცილოს ესკალაცია.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს და მას არ აქვს გულუბრყვილო დამოკიდებულება კრემლის რეჟიმის მიმართ.

"ჩვენი მიზანია, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს, მაგრამ ჩვენი მიზანი ასევე არის მშვიდობის დაბრუნება ევროპაში. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ შეგვიძლია მივყვეთ ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი", - განაცხადა მაკრონმა.

თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარიზში "მზად არიან თქვან, რომ ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვები და ჩვენ ვიმოქმედებთ იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს რუსეთი“.

"უკრაინელებს გარკვეულ მომენტში უნდა ჰქონდეთ ძლიერი პოზიცია, როდესაც ისინი მოლაპარაკებას აწარმოებენ მშვიდობის დამყარებაზე", - განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი სიახლეები