პესკოვი - ვარაუდები იმის შესახებ, რომ კრემლია პასუხისმგებელი ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია

ნებისმიერი ვარაუდი იმის შესახებ, რომ კრემლი პასუხისმგებელია ალექსეი ნავალნის სიკვდილზე, სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ნავალნის გარდაცვალებაზე დასავლელი ლიდერების რეაქცია „ისტერიული“ იყო.

"გარდაცვალების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ არის. და არის ასეთი განცხადებები. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები აბსოლუტურად მიუღებელია. ასე ვეკიდებით ამ განცხადებებს", - აღნიშნა პესკოვმა.

მანამდე, რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა ალექსეი ნავალნის სიკვდილში დასავლეთი დაადანაშაულა.

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები