ბუდანოვი - მშვიდობიან მოქალაქეებს "ყირიმის ხიდით" სარგებლობას არ ვურჩევ, მტერს ახალი სიურპრიზები ელის

მშვიდობიან მოქალაქეებს "ყირიმის ხიდით" სარგებლობას არ ვურჩევ, მტერს ახალი სიურპრიზები ელის, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

"ყველა ადრინდელი ამოცანა შესრულებულია. რუსეთმა დაკარგა გემების მეოთხედი და იძულებული გახდა ფლოტი გაეყვანა კავკასიის სანაპიროზე. მტერმა ასევე გადაიყვანა ავიაცია, რადგან ყირიმის აეროდრომები და სამხედრო ობიექტები მუდმივად ჩვენი ცეცხლის გავლენის ქვეშ არიან.

ჩვენ უაღრესად მოვალენი ვართ ყირიმის უკრაინელი მცხოვრებლების წინაშე, რომლებმაც არამარტო გააძლიერეს წინააღმდეგობა ოკუპანტების მიმართ, არამედ პოულობენ შესაძლებლობას, თვალყური ადევნონ ნახევარკუნძულზე მთელ ოპერაციულ სიტუაციას და ეს ინფორმაცია რაც შეიძლება სწრაფად გადმოგცეთ", - განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, უკრაინამ კიდევ ერთი დაპირება შეასრულა - 2023 წელს ყირიმს სპეცრაზმი ეწვია.

"მტრებს ახალი სიურპრიზები ელის და მშვიდობიან მოსახლეობას ე.წ. "ყირიმის ხიდის" გამოყენებას არ ვურჩევ“, – განაცხადა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები