ბუდანოვი - რუსი მოხალისეები გაჩერებას არ აპირებენ, მათ აქვთ საკმარისი ძალა, რომ გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ

"რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ და "ციმბირის“ ბატალიონის მოხალისეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების ტერიტორიაზე ოპერაციას რამდენიმე დღეა ატარებენ, გეგმავენ მის გაგრძელებას, - ამის შესახებ  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

"ისინი გააკეთებენ იმას, რისი გაკეთების ძალაც აქვთ და როგორც ვხედავთ, მათ აქვთ საკმარისი ძალა, რომ მინიმუმ, გარკვეულ წარმატებას მიაღწიონ. ჩვენ ვნახავთ, რა მოხდება შემდეგ, დროთა განმავლობაში", - განაცხადა ბუდანოვმა.

12 მარტს რუსეთის მოხალისეთა ბატალიონები უკრაინის ტერიტორიიდან კურსკში და ბელგოროდის ოლქებში შევიდნენ. მოგვიანებით ჯარისკაცებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელი ტეტკინო აიღეს.

მომდევნო დღეებში მათ განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება  მოსახლეობის ევაკუაციას ხელს უშლიდა.

15 მარტს რუსმა მოხალისეებმა გამოაცხადეს მასიური თავდასხმა სამხედრო ობიექტებზე ქალაქ ბელგოროდში და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს სასწრაფოდ შეეფარებინათ თავი და თავდასხმის დასრულებამდე არ გასულიყვნენ. დღეს, 16 მარტს, "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის და "ციმბირის ბატალიონის" მებრძოლებმა გააფრთხილეს ბელგოროდის სამხედრო ობიექტებზე მასიური თავდასხმის განზრახვის შესახებ და კვლავ სთხოვეს ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრიდან არ გამოსულიყვნენ.

მოხალისეებმა დღეს პუტინს მიმართეს და აღნიშნეს, რომ რუსეთის ფედერაციაში დიდი ხანია, საჭიროა "ხელისუფლებასა და ხალხს შორის ურთიერთობის ღრმა ტრანსფორმაცია, გულწრფელი საუბარი ახალ სამართლიან სოციალურ წესებზე".

"თუ თქვენ მზად ხართ განიხილოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი დიქტატურისა და ავტორიტარიზმის გარეშე, ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ასეთი საუბრისთვის. თუ მაინც გაქვთ გამბედაობა და პასუხისმგებლობა, დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი გზით“, - აღნიშნულია "რუსეთის თავისუფლების" ლეგიონის, "რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ და "ციმბირის“ ბატალიონის მოხალისეების მიმართვაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები