ბუდანოვი - A-50-ის განადგურების ოპერაცია ორი კვირის განმავლობაში მზადდებოდა

რუსული A-50-ის განადგურების ოპერაციის მომზადებას ორი კვირა დასჭირდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

დაზვერვის ხელმძღანელმა არ უპასუხა კითხვას, ჩამოაგდეს თუ არა რუსული თვითმფრინავი უკრაინული იარაღით.

23 თებერვალს თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ აზოვის ზღვაზე რუსული თვითმფრინავი A-50 ჩამოაგდეს. აღსანიშნავია, რომ ეს არის მეორე A-50, რომელიც უკრაინელმა ჯარისკაცებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გაანადგურეს. მოგვიანებით დაზვერვამ განმარტა, რომ A-50U არის თვითმფრინავის ახალი მოდერნიზებული ვერსია და მისი ღირებულება 350 მილიონი დოლარზე მეტია.

მოგვიანებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიანიშნა, რომ A-50 უკრაინული იარაღით ჩამოაგდეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები