ბუდანოვი - ახლა რთული პერიოდია, მაგრამ არმაგედონი არ იქნება

უკრაინაში ფრონტზე რთული პერიოდია, მაგრამ არანაირი არმაგედონი არ იქნება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

”ახლა რთული პერიოდია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - არ ინერვიულოთ, ჩვენ გადავრჩებით და გავიმარჯვებთ", - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, რუსეთის საზაფხულო კონტრშეტევა უკვე დაწყებულია.

"ეს უკვე დაიწყო მაისის შუა რიცხვებში და გრძელდება. მდგომარეობა არ არის საუკეთესო, მაგრამ არ არის საჭირო ამის გადაჭარბება", - განაცხადა ბუდანოვმა.

რუსეთის ჯარები უტევენ ფრონტის მთელ ხაზზე. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დონეცკის რეგიონზე, რომლის დაკავების მიზნით ოკუპანტებმა სხვა მიმართულებები გახსნეს.

ასევე მაისში რუსმა ოკუპანტებმა დაიწყეს შეტევა ხარკოვის რეგიონში. ახლა აქტიური ბრძოლა გრძელდება ქალაქ ვოლჩანსკის მიდამოებში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები