ნინო დოლიძე - იმისათვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი

იმისათვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ ვიხილოთ ისეთი პრობლემები, რაც გასულ წლებში გვინახავს, - ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი არ შეესაბამება ევრორეკომენდაციებს.

"იმისათვის, რომ ჩავატაროთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ ვიხილოთ ისეთი პრობლემები, რაც გასულ წლებში გვინახავს, მაგალითად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მუქარა, ზეწოლა ან დაშინების ფაქტები.

ძალიან მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის საკითხი და სწორედ ამიტომ იყო ეს რეკომენდაცია გაცემული, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება ყოფილიყო პარლამენტის მაღალი ფორუმით, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსენსუსით და სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ახლახან მიიღო კანონი, რომელიც როგორც ნახეთ, NDI-სა და სხვა ანგარიშებშიცაა მოცემული, რომ არ არის თავსებადი ეუთო ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან", - განაცხადა ნინო დოლიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დღეს საკუთარი გეგმები წარადგინეს. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" მათ მიმართ ხისტი პოზიციით გამოირჩევა, მზად არიან  სამუშაო ჯგუფის ფორმატში ჩაერთონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები