ნიკა ჩიტაძე - სომხეთს სჭირდება რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომ ნაკლებად იყოს რუსეთზე დამოკიდებული

ამ ეტაპზე რუსეთს აქვს გარკვეული ეკონომიკური ბერკეტები სომხეთზე, ამიტომ მგონია, რომ სომხეთს სჭირდება რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომ ნაკლებად იყოს რუსეთზე დამოკიდებული, - ამის შესახებ Front News-თან პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა სომხეთში არსებული სასაზღვრო ვითარებიდან გამომდინარე, რუსეთს დიდი გავლენა აქვს და შესაძლოა, ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედოს.

"ამ შემთხვევაში ის ფაქტი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში რუსეთი წყვეტს მოქმედებას, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ დღის წესრიგში დგება ერევნის აეროპორტი, სადაც რუსი მესაზღვრეები არიან და შესაძლებელია, მერე დადგეს საკითხი რუსეთის სამხედრო ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე რუსეთს აქვს გარკვეული ეკონომიკური ბერკეტები, ამიტომ, მგონია, რომ სომხეთს სჭირდება რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას და სომხეთი ნაკლებად იყოს რუსეთზე დამოკიდებული, იმიტომ რომ, შესაძლოა, რუსეთმა სომხეთზე ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედოს, შეზღუდოს სომხური პროდუქტების, მათ შორის კონიაკის იმპორტი და ეცდება, რომ სომხეთის ეკონომიკას მიაყენოს დარტყმა თან იმ პირობებში, როცა სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი ჩაკეტილია", - განაცხადა ჩიტაძემ.

გუშინ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი უნდა დატოვონ. მისი თქმით, FSB-ს ოფიცრების ქმედებების შედეგად, რესპუბლიკური საზღვრები არაერთხელ გახდა უფრო დაუცველი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები