ნიკა ჩიტაძე - ბუნებრივია, სტოლტენბერგს ექნება მოლაპარაკება ხელისუფლებასთან და მოუწოდებს, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად

ნატოს მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. ბუნებრივია, სტოლტენბერგს ექნება მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან და მოუწოდებს, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად, - ამის შესახებ Front News-ს ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ნატო ეს არის სამხედრო გეოპოლიტიკური ბლოკი, რომელიც ფუნქციონირებს კოლექტიური უსაფრთხოებისა და პრინციპების საფუძველზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ნატოს მიზანი, ქვეყანაში დემოკრატიული უზენაესობაა.

"საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში არის ასახული საქართველოს საგარეო პოლიტიკური მიზნები, რომ საქართველოს მიზანია ნატოსა და ევროკავშირის წევრობა, რაც შეეხება საქართველოში იენს სტოლტენბერგის ვიზიტს, ბუნებრივია, სტოლტენბერგს ექნება მოლაპარაკება საქართველოს ხელისუფლებასთან და მოუწოდებს, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად. 

ერთი მხრივ, ნატო ეს არის სამხედრო გეოპოლიტიკური ბლოკი, რომელიც ფუნქციონირებს კოლექტიური უსაფრთხოებისა და პრინციპების საფუძველზე, მაგრამ, მეორე მხრივ, ნატოს მიზანია, ქვეყანაში იყოს დემოკრატიული უზენაესობა. 

ნატოს მთავარი მოთხოვნაა, რომ ქვეყანამ უზრუნველყოს კანონის უზენაესობა. აქედან გამომდინარე, კარგია, რომ საქართველოში ტარდება ნატოს ეგიდით წვრთნები, მაგრამ მეორე მხრივ, რაც შეეხება დემოკრატიას, საქართველოს ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა ჰქონდეს, რაც პირველ რიგში, დამოკიდებულია ხელისუფლებასა და საზოგადოებაზე", - განაცხადა ნიკოლოზ ჩიტაძემ.

საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იმყოფება. როგორც მან დღეს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი ნატოსთვის. მისივე თქმით, საქართველოში უნდა გაგრძელდეს ადგილობრივი რეფორმები სამართლის უზენაესობის მიმართულებით, თავისუფალი და ღია საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები