ანა წითლიძე - ვის გულისხმობდა, ძნელი მისახვედრი არ არის, უფრო მეტის თქმა თუ მას დასჭირდება, თვითონ იტყვის აუცილებლად

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ დაწერა ის, რაც დაწერა. შესაბამისად, ვის გულისხმობდა, ძნელი მისახვედრი არ არის. უფრო მეტის თქმა თუ მას დასჭირდება, თვითონ იტყვის აუცილებლად. მგონი, ყველა გასაგებად მიხვდა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

"მე შემიძლია გითხრათ უფრო მეტი. აქ ვიღაცებს, როდესაც პარტიიდან მიდიოდნენ, წარმოდგენა ჰქონდათ იმისი, რომ ზუგდიდი ან სამეგრელო შეიძლებოდა ყოფილიყო ვინმეს განსაკუთრებული მხარდამჭერი. დღევანდელმა პროცესებმა ანახა კიდევ ერთხელ ძალიან კარგად, რომ ზუგდიდისთვის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არის უმთავრესი. ზუგდიდი და სამეგრელო ყოველთვის განსაკუთრებულად უჭერდა მიხეილ სააკაშვილს მხარს.

ჩვენ გვინახავს "ნაციონალური მოძრაობის" კლონები. ჩვენ გვინახავს "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული და უკან მობრუნებულებიც. გვინახავს მათი შედეგებიც, თუმცა ეს არ არის ჩვენთვის მთავარი. ჩვენ არავისთან არ ვფიქრობთ, რომ კონფრონტაციაში უნდა შევიდეთ", - განაცხადა ანა წითლიძემ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა, შექმნილიყო "ნაციონალური მოძრაობის" კლონები, რაც წარუმატებლად დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები