ანა წითლიძე - მე შემიძლია, მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" კლონობა არ გამოსვლია არავის

მე შემიძლია, მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანა წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გაერთიანებით პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" არავითარი ხმა არ დააკლდება.

"მე შემიძლია, მხოლოდ წარმატება ვუსურვო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის“ კლონობა არ გამოსვლია არავის, შესაბამისად, არ მაქვს მოლოდინი, რომ ისინი "ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რამეს წაართმევენ. კლონებზე განცხადება თავის დროზე სიტყვასიტყვით თავად მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა თავის ფეისბუქგვერდზე და იგულისხმება "ნაციონალური მოძრაობის“ მიმბაძველი კლონები. 

ორივეს – გვარამიასაც და მელიასაც, წარმატებას ვუსურვებ. არ მაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეიძლება, ხმები დააკლდეს. "ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, იქნება მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს "ქართულ ოცნებას“. 

როგორც არ მაინტერესებს კობახიძე ადეიშვილზე რას ამბობს, ზუსტად ისე არ მაინტერესებს, ვინ სად გაერთიანდება. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თემა არ არის მსგავსი საკითხების განხილვა, ჩვენ ვიცით, რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა  ანა წითლიძემ.

"მთავარი არხის" დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ დღეს ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაცია წარადგინეს. მათი გუნდის სახელი იქნება "ახალი" საარჩევნო ნომერი - 4.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები